10:26 - 16 Sep, 2019
2019-09-11 15:44:01, 395 ნახვა
ადვოკატი: მუქარის წერილთან დაკავშირებით ხაზარაძის დაკითხვის ოქმი საქმეში არ დევს

"თიბისი ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძეს ადვოკატი ეკა ეგუტია აცხადებს, რომ ხაზარაძის დაკითხვის ოქმი, მუქარის წერილთან დაკავშირებით, რომელიც ფულის გათეთრების საქმეში უნდა ყოფილიყო, საქმეს დართული არ აქვს.

ეგუტია აღნიშნავს, რომ წერილთან დაკავშირებით საქმის აღძვრას მუქარის კუთხით ელოდნენ, თუმცა პროკურატურამ საქმე არ აღძრა.

"მუქარის წერილთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძე დაკითხეს სასამართლოს წინაშე, ანუ დაკითხვის  ოქმი არსებობს, მაგრამ საქმეში, რომელიც გადმოგვეცა, ეს ოქმი არსად ფიგურირებს. პროკურატურამ თქვა, რომ ეს დაკითხვა ხდება ფულის გათეთრების საქმის ფარგლებშიო. ჩვენ გვეგონა, რომ საქმეს ცალკე, მუქარის მუხლით აღძრავდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ეს საქმე [ფულის გათეთრების] გადმოგვეცა ჩვენ, დანართებით და ის დაკითხვის ოქმი არსად არ ფიგურირებს. რას ემსახურებოდა ეს გამოკითხვა, ჩვენთვის გაუგებარია. გამოკითხვის დროს ჩვენ ვიკითხეთ - ეს გამოკითხვა ხდება რომელი საქმის ფარგლებში, ცალკე აღძარით თუ არა თქო და გენერალურმა პროკურატურამ ფულის გათეთრების საქმის ფარგლებში დაგკითხავთო, მათ ეს უფლებამოსილება აქვთ. შესაბამისად, ამ საქმის ფარგლებში ველოდებოდით, რომ იქნებოდა თანდართული მასალებში, თუმცა არ ფიგურირებს არსად", - განაცხადა ეკა ეგუტიამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მამუკა ხაზარაძის ახალი მოძრაობის პრეზენტაცია






პროკურატურა მელიას ვერ იმორჩილებს
დღეიდან, ჟურნალისტები მთავრობის სხდომის წინ პრემიერს კითხვებს ვეღარ დაუსვამენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics