23:14 - 23 Jan, 2020
2019-09-11 13:58:30, 1129 ნახვა

საზოგადოება/
„იქნები სულ ასე გაფარჩაკებული“ - კახა კალაძესა და ლევან ხაბეიშვილს შორის შელაპარაკება მოხდა

საკრებულოში, თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, დედაქალაქის მერ კახა კალაძესა და "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

ადგილზე მისულ ლევან ხაბეიშვილს მთავრობის სხდომაზე დასწრება სურდა, თუმცა დეპუტატს ამის შესაძლებლობა არ მისცეს. როგორც ხაბეიშვილმა მოგვიანებით განაცხადა, მას მერთან სხვადასხვა შეკითხვები ჰქონდა, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხებოდა. მთავარი კითხვა, შეეხებოდა 153 ათას ლარს, რომელსაც ხაბეიშვილის მტკიცებით მერია არამიზნობრივად ხარჯავს.

"153 ათას ლარს თქვენი ოთახის გარემონტებისთვის რატომ იხდით? გორგოლაჭებიანი სკამების ყიდვა რომ გინდათ, ნორმალურია?", - მიმარტა ხაბეიშვილმა სხდომიდან გამოსულ კახა კალაძეს. ის აგრეთვე დაინტერესდა, თუ რატომ არ მისცეს სხდომაზე დასწრების უფლება.

კახა კალაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს განუცხადა, რომ მას სხდომაზე დასწრების უფლება იქამდე არ ექნება, სანამ ის მთავრობის სხდომაში მონაწილე ყველა პირს ბოდიშს არ მოუხდის. ხაბეიშვილმა თბილისის მერს "კორუმპირებული" უწოდა, ამის საპასუხოდ კალაძემ ოპონენტს "გაფარჩაკებულ პოლიტიკოსად" მოიხსენია.

"შეურაცხყოფას აყენებთ მთავრობის სხდომაზე მყოფ ადამიანებს. თქვენ ვერ შემოხვალთ, ვიდრე ბოდიშს არ მოუხდით მთავრობის თითოეულ წევრს და იქნებით ასეთი გაფარჩაკებული", - განაცხადა კალაძემ. 

 




ავტორი: გიორგი ჩაფიძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
ხმაური და დაპირისპირება სასამართლოზე ზაზა სალარიძესა და კალანდიების ოჯახს შორის






როგორ აფასებს ხელისუფლება და ოპოზიცია კონგრესმენების მიერ გახარიასთვის გაგზავნილ წერილს
„საერთაშორისო გამჭირველობა“ - კორუფციის აღქმის ინდექსში, პოზიციის გაუარესების მიუხედავად, საქართველო რეგიონში ლიდერ ქვეყნად რჩება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics