10:26 - 16 Sep, 2019
2019-09-11 12:43:56, 248 ნახვა
სასწავლო პროცესის დაწყება 20-მდე სკოლაში, სავარაუდოდ 2 კვირით გადაიდება

16 სექტემბერს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყება, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" განათლების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა. 

"მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა ერთეულ შემთხვევებში (20-მდე სკოლაში) შესაძლოა მხოლოდ ორი კვირით გადაიწიოს. ასეთ სკოლებში, გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება. 

აღნიშნულის შესახებ, მშობლების ინფორმირებას სამინისტროს ინსტრუქციის საფუძველზე, სკოლების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს", - ნათქვამია განცხადებაში. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მამუკა ხაზარაძის ახალი მოძრაობის პრეზენტაცია






პროკურატურა მელიას ვერ იმორჩილებს
დღეიდან, ჟურნალისტები მთავრობის სხდომის წინ პრემიერს კითხვებს ვეღარ დაუსვამენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics