23:41 - 23 Jan, 2020
2019-09-11 11:59:21, 3259 ნახვა

მსოფლიო/
11 სექტემბრის ტერაქტიდან 18 წელი გავიდა

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 18 წელი გავიდა.

ყოველწლიური ცერემონია ნიუ-იორკში, ამ დღისადმი მიძღვნილ მემორიალთან ჩატარდება.

ღონისძიებაზე ტერაქტების შედეგად დაღუპულთა სახელებს წაიკითხავენ და გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს, რის შემდეგაც წმინდა პავლეს ტაძარში "იმედის ზარები" დაირეკება. 

ცნობისთვის, ალ-ქაიდას თვითმკვლელ ტერორისტთა კოორდინირებულ თავდასხმათა სერია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე 2001 წლის 11 სექტმებერს განხორციელდა. ამ დღეს 19 ისლამისტმა ტერორისტმა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. გამტაცებლებლმა ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს გამიზნულად დააჯახეს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. ორივე შენობა 2 საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა, სხვები კი დააზიანა. გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ-ქაუნთის ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა. ტერაქტებს თითქმის 3 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

11 სექტემრბის ტრაგედიის შემდეგ “ალ-ქაიდას” ლიდერზე ბინ ლადენზე გაძლიერებული ძებნა გამოცხადდა. ათწლიანი დევნის შედეგად, ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა ტერორისტის ლიკვიდაცია 2011 წლის 2 მაისს პაკისტანში შეძლეს.




ავტორი: გიორგი ჩაფიძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
ხმაური და დაპირისპირება სასამართლოზე ზაზა სალარიძესა და კალანდიების ოჯახს შორის






როგორ აფასებს ხელისუფლება და ოპოზიცია კონგრესმენების მიერ გახარიასთვის გაგზავნილ წერილს
„საერთაშორისო გამჭირველობა“ - კორუფციის აღქმის ინდექსში, პოზიციის გაუარესების მიუხედავად, საქართველო რეგიონში ლიდერ ქვეყნად რჩება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics