20:24 - 20 Sep, 2019
2019-09-10 19:38:03, 287 ნახვა
თალაკვაძე რუსეთის დუმის გადაწყვეტილებაზე: საქართველოს ისტორიის წაკითხვა შეუძლიათ, მაგრამ გადაწერა და შეცვლა არა

 „საქართველოს ისტორიის წაკითხვა შეუძლიათ, მაგრამ გადაწერა და შეცვლა არა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკაძემ განაცხადა.

 პარლამენტის თავმჯდომარე, რუსეთის დუმის ქვედა პალატის სპიკერის ვეჩესლავ ვოლოდინის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, , უახლოეს სხდომაზე, დეპუტატები 1920 წელს საქართველოს მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა "გენოციდის" საკითხს განიხილავენ.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ ჩვენი ქვეყნის ისტორიის გადახედვაზე - საქართველოს ისტორიის წაკითხვა შეუძლიათ, მაგრამ გადაწერა და შეცვლა არა. ისტორიული თემების პოლიტიკური კონიუქტურის ნიშნით გამოყენებას მივიჩნევთ ძალიან სარისკო საქმედ, განსაკუთრებით ისეთ რეგიონში, როგორიც კავკასიაა. ჩვენი არჩევანი არის არა ახალი კონფლიქტური თემების ძიება, ან ძველი ჭრილობების გახსნა, არამედ ოსებთან და აფხაზებთან საერთო ენის გამონახვა, ხოლო მეზობლებთან - პრობლემების მოგვარება. სხვაგვარი მოკლე პოლიტიკური ხედვა უპერსპექტივოდ და სახიფათოდ მიგვაჩნია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, 19 ივლისს ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა რუსეთის ფედერაციას მოუწოდა ქართველების მიერ "ოსების გენოციდი" აღიაროს. ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, სახელმწიფო დუმის და ფედერალური საბჭოს სახელებზეა მომზადებული.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
" data-width="330" data-show-text="false">
" class="fb-xfbml-parse-ignore">">

#სირცხვილია - საპროტესტო აქცია გრძელდება






ათასობით მოქალაქეს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა შეეზღუდება - სკანდალური კანონი
ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის დაყენებას ითხოვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics