20:28 - 20 Sep, 2019
2019-09-10 18:14:06, 295 ნახვა
„წინააღმდეგი არ ვარ კომენტარი ე.წ. რუსული პანელის ფორმატში გავაკეთო“ - ინაშვილმა კონფერენციაზე მისვლის მიზეზი განმარტა

 „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე მისვლის მიზეზებს განმარტავს.

 როგორც ინაშვილმა აღნიშნა, მას, როგორც პარლამენტის წევრს უფლება აქვს ნებისმერ კონფერენციას დაესწროს.

„საქართვველოს პარლამენტის წევრს უფლება აქვს გადაადგილდეს ქვეყნის მასშტაბით, თავისუფლად შევიდეს  ყველა შენობასა და დაწესებულებაში და მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ კონფერენციაში. დღეს დამსწრე საზოგადოების ნაწილმა უპატივცემლობა გამოიჩინა. მე მგონი საშიში არაფერი არ არის და პოლიტკური დემოკრატია ნიშნავს იმას, როცა გუშინ მთელი სამი საათი ბატონი ბოკერია საუბრობდა ჩემზე და უამრავი დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მეც უფლება მაქვს მოვიდე და მოვითხოვო რამდენიმე წუთიანი მოხსენების გაკეთება.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ მოვიდა ზუსტად იმ პანელზე, სადაც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას განიხილავდნენ, ინაშვილმა აღნიშნა, რომ გაცილებით ადრე მივიდა, თუმცა არაა წინაღმდეგი კომენტარი აღნიშნულ ფორმატში გააკეთოს.

„მე გაცილებით ადრე მოვედი, ვიდრე ე.წ. რუსული პანელი დაიწყებოდა და წინაღმდეგი არ ვარ ამ პანელის ფორმატში გავაკეთო ჩემი კომენტარი. რუსულ პანელზე გამოდიან ამერიკელები, თქვენ მიგაჩნიათ, რომ  ეს საზოგადოება, რომელიც ახლა რუსულ პანელში მონაწილეობს, რუსეთის აგენტები არიან?! ამ კითხვას მისვამთ?! მოვედი იმიტომ რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ვუთხრა, პოლიტიკოსი, რომელიც გუშინ აქ „პატრიოტთა ალიანსზე“ საუბრობდა და ჩვენ სხვადასხვა იარლიყებს გვაკერედა არის მწამებელი. ბოკერია-სააკაშვილი წარმოადგენდა იმ რეჟიმს, რომელიც კლავდა ადამიანებს, არბევდა საპროტესტო აქციებს“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
" data-width="330" data-show-text="false">
" class="fb-xfbml-parse-ignore">">

#სირცხვილია - საპროტესტო აქცია გრძელდება






ათასობით მოქალაქეს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა შეეზღუდება - სკანდალური კანონი
ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის დაყენებას ითხოვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics