20:40 - 20 Sep, 2019
2019-09-10 12:09:29, 502 ნახვა
ავთანდილ წერეთელმა გირაო გადაიხადა

ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებლის მამამ და ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული გირაო 500 000 ლარის ოდენობით გადაიხადა.

მისი ადვოკატის, კახა წერეთლის განცხადებით, გირაოს საფასური მისი ოჯახის წევრის უძრავი ქონებით იქნა უზრუნველყოფილი.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენის შვილი ვატო წერეთელი აცხადებდა, რომ გირაოს გადასახდელად „ტვ პირველის“ შენობის ჩადება მოუწევდათ.

შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს თბილსის საქალაქო სასამართლომ ავთანდილ წერეთელს აღკვეთი ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

პროკურატურა მას „თიბისი ბანკის“ დამფუძნებისათვის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

 

 

 

 




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
" data-width="330" data-show-text="false">
" class="fb-xfbml-parse-ignore">">

#სირცხვილია - საპროტესტო აქცია გრძელდება






ათასობით მოქალაქეს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა შეეზღუდება - სკანდალური კანონი
ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის დაყენებას ითხოვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics