14:08 - 20 Nov, 2019
2019-09-09 15:15:53, 2583 ნახვა
ირანში 11 წლის გოგონა 22 წლის კაცზე გაათხოვეს video

ირანელი ჟურნალისტი მასიჰ ანილეჟადი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ შემზარავ ვიდეოს ავრცელებს.

კადრებში ჩანს, რომ ვიდეო საქორწინო წვეულებაზეა გადაღებული. სტუმრები მღერიან, ცეკვავენ და ახლადდაქორწინებულებს ტაშს უკრავენ. შემდეგ კამერა ქორწილის მთავარ ფიგურანტებს გვიჩვენებს და ნათელი ხდება, რომ პატარძალი 11 წლის გოგონაა, რომელსაც ზრდასრულ მამაკაცზე ათხოვებენ.

ანილეჟადის თქმით, ირანული კანონებით, ოჯახს 13 წლის გოგონას გათხოვება შეუძლია. მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით კადრებს, დავინახავთ, რომ გოგონა 13 წლის სულაც არ არის. სოციალურ ქსელში ვიდეოს გავრცელების შემდეგ აღნიშნული ფაქტით ირანის სამართალდამცავები დაინტერესდნენ, დაიწყო გამოძიება და სასამართლომ, რომელსაც საქმე გადაეგზავნა ქორწინება ბათილად სცნო, მაგრამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ მიცემულა. მეტიც, სასამართლოს ბრძანებით, რომელიც გოგონას მშობლებს ამცნეს, ისინი ბავშვის გათხოვებას 2 წელიწადში შეძლებენ, ანუ როცა გოგონას 13 წელი შეუსრულდება. სპარსი ჟურნალისტი ბაბაქ თაგვეია წერს, რომ პატარძალი 11 წლის არ ყოფილა. მისი თქმით, სინამდვილეში გოგონა 9 წლის და მისი (უკვე ყოფილი) "ქმარი" 28 წლის მამაკაცია. მისი სახელი ბასიჯია და იგი სახალხო წინააღმდეგობის წევრი გახლავთ. ეუთო-ს სპეციალური დასკვნის მიხედვით , 2012-2013 წლებში ირანში 40 635 15 წლამდე გოგონა გაათხოვეს.

 








ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სპეცრაზმი ცდილობს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელთან დაშალოს -LIVE






დიდიხანია ემზადები შავი პარასკევისთვის?!
„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics