14:22 - 20 Nov, 2019
2019-09-08 14:46:33, 6248 ნახვა
შსს-მ ემზარ კვიციანსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში პარლამენტის შენობის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიების ფარგლებში, ყველა საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხებიან ინციდენტში მონაწილე პირები, ასევე, მოხდება არსებული ვიდეოჩანაწერების შესწავლა, რის შემდეგაც ქმედებას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

შეგახსენებთ, რომ  პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტიდან გამოსულ „პატრიოტა ალიანსის“ დეპუტატ ემზარ კვიციანს აქციის მონაწილეებმა „რუსეთის მონა“ და „მოღალატე“ უწოდეს. აღნიშნულმა კვიციანის გაღიზიანება გამოიწვია. მომხდარის შემდეგ აქციის მონაწილეები კვიციანის დაკავებას ითხოვდნენ, თუმცა პოლიციას ის არ დაუკავებია.








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სპეცრაზმი ცდილობს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელთან დაშალოს -LIVE






დიდიხანია ემზადები შავი პარასკევისთვის?!
„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics