11:55 - 26 Aug, 2019
2019-08-14 13:37:40, 180 ნახვა
„უზრდელი და უვიცი ხარ" - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მეთოფიშვილი და დოლიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, თეა ძიმისტარიშვილთან გასაუბრების დროს  ანა დოლიძე და სერგო მეთოფიშვილი  ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

გასაუბრების პროცესში,  საბჭოს წევრმა ირაკლი შენგელიამ კანდიდატს ჰკითხა, სწორი იყო თუ არა  ქონებრივ დეკლარაციებში თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების საცხოვრებელი მისამართის მითითება. 

საბჭოს არამოსამართლე წევრებმა - ნაზი ჯანეზაშვილმა  და ანა დოლიძემ განაცხადეს, რომ ეს ინფორმაცია  ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის.

მსჯელობის პროცესში, ანა დოლიძემ ირაკლი შენგელიას მის მიერ დასმული კითხვის გამეორება სთხოვა, რაზეც საბჭოს წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა განაცხადა, რომ ეს გასაუბრების ფორმატში არ ჯდება, შენგელიამ დოლიძეს „ანგარიშები აბაროს". ამის პასუხად,  დოლიძემ  მას „შარიკოვშინა" უწოდა.

თავის მხრივ,  მეთოფიშვილმა ანა დოლიძეს უზრდელი უწოდა.

„უზრდელი, თავხედი და უვიცი ხარ", - ამ სიტყვებით მეთოფიშვილმა ანა დოლიძეს რამდენჯერმე მიმართა.

„რამდენჯერ უნდა გაიმეოროთ? სასწრაფო ხომ არ გამოგიძახოთ, ბატონო სერგო, წინასწარ?", - მიმართა ანა დოლიძემ.

მომხდარს ხმაური მოჰყვა, რის შედეგადაც მცირე შესვენება გამოცხადდა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატ თეა ძიმისტარიშვილთან გასაუბრება რამდენიმე წუთში გაგრძელდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics