06:53 - 21 Aug, 2019
2019-08-14 13:26:28, 159 ნახვა
ნათია თურნავა: ბაკურიანში აღდგება ტრამპლინიდან ხტომის ინფრასტრუქტურა, რომელიც 40 წელია განადგურებულია

„ჩვენ გადავწყვიტეთ, ბაკურიანს დავუბრუნოთ ტრამპლინიდან ხტომის ინფრასტრუქტურა და სპორტის ეს სახეობა კვლავ აღვადგინოთ  აქ,კობა წაქაძის  სამშობლოში", - ამის შესახებ ნათია თურნავამ ბაკურიანში, ახალი საბაგიროების მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, 2023 წლის ფრისტალის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ბაკურიანში ჩატარდება, გეგმაშია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება.
„ვგეგმავთ უამრავი მნიშნელოვანი პროექტის განხორციელებას ბაკურიანში, მაგრამ განსაკუთრებით მინდა გამოვყო ტრამპლინიდან ხტომის ინფრასტრუქტურის პროექტი. ბაკურიანს ადრე გააჩნდა ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც 40 წელია განადგურებულია. ჩვენ გადავწყვიტეთ,აღვადგინოთ და დავუბრუნოთ ბაკურიანს ეს ისტორიული ინფრასტრუქტურა, რაც ნიშნავს, რომ სპორტის ეს სახეობა კვლავ აღდგება აქ, კობაწაქაძის  სამშობლოში", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მისივე თმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ პროექტები შესრულდეს დროულად, ხარისხიანად და ყველა ერთად გავხდეთ ახალი სპორტული წარმატებების მომსწრენი.
ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე სამი ახალი საბაგირო აშენდება. მშენებლობას მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიულ-შვეიცარული კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფი" განახორციელებს. შესაბამისი ხელშეკრულება ავსტრიულ-შვეიცარიულ კომპანიასთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" გააფორმა.
2018 წლის მაისში, საბერძნეთში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIშ) მიერ ორგანიზებულ 51-ე საერთაშორისო სათხილამუროკონგრესზე, სადაც საქართველოს დელეგაცია პრეზენტაციით წარსდგა FIშ-ის საბჭოსა და შესაბამისი კომიტეტის წინაშე,  განხილული იქნასაქართველოს კანდიდატურა და კენჭისყრით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გამარჯვებული, მასპინძელი ქვეყანა საქართველოგახდა. კურორტ ბაკურიანს გამოუცხადეს ნდობა, უმასპინძლოს ჩემპიონატს თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილითსრიალში.
საქართველოსა და მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფის" საქმიანი ურთიერთობა 1984 წელს დაიწყო და დღემდე კომპანიას საქართველოს მასშტაბით 23 ინსტალაცია აქვს გაკეთებული, მათ შორის 19 სამთო-სათხილამუროკურორტებზე, ხოლო მსოფლიოში - 15,000-ზე მეტი მოქმედი ინსტალაცია. კომპანიის წარმომადგენლების აზრით, საქართველო წარმოადგენსსამთო და ურბანული ტრანსპორტის განვითარების კუთხით რეგიონალურ ჰაბს და სწორედ ამიტომ გადაწყდა რეგიონული ოფისისსაქართველოში ჩამოყალიბება, რომელიც აქტიურად მოემსახურება „დოპელმაიერის" ყველა ინსტალაციას მარაგი ნაწილებითა და სერვისით.
 
 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია ⭕ სტუმრები: ნანუკა ჟორჟოლიანი, ნოდარ მელაძე, ნინო ჯომარჯიძე, ნინო ცაგარეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics