18:59 - 05 Dec, 2019
2019-08-14 12:43:32, 3744 ნახვა

რეგიონი/
ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს, -ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

მათივე ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"ჩვენი შეფასებით, ეს არის მორიგი  უკანონო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედება. ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი მწვავედ იქნება დაყენებული", - აცხადებენ სუს-ში.




ავტორი: ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს
გაერთიანებულმა ოპოზიციამ „გერმანული მოდელი“ პარლამენტში დაარეგისტრირა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics