06:39 - 29 Jan, 2020
2019-08-14 12:12:35, 408 ნახვა

საზოგადოება/
საქსტატი: 2019 წლის II კვარტალში საქართველოში 13%-ით მეტი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე 2018 წლის II კვარტალში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის მეორე კვარტალში ანუ აპრილი, მაისისა და ივნისის თვეებში უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა გამოაქვეყნა.

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2019 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 2,2 მილიონი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურები შემოვიდა, რაც 13,4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

მათივე ცნობით, საერთაშორისო ვიზიტორების 66,2 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 27,9 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5,9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

საქსტატის თანახმად, ვიზიტორების უმრავლესობა, 46,2 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 40 პროცენტს შეადგენდა.

2019 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 46,6 პროცენტი, დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა.

ვიზიტების 70 პროცენტს განმეორებითი ხასიათი ჰქონდა. ასევე გაზრდილია ვიზიტორის მიერ გაწეული ხარჯი. უფრო კონკრეტულად, 2019 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2,4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 24,6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2018 წლის II კვარტალთან შედარებით 10,3 პროცენტით გაიზარდა და 1 261,6 ლარი შეადგინა.

 




ავტორი: ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics