19:39 - 25 Jan, 2020
2019-08-14 11:41:46, 494 ნახვა

სამართალი/
შსს-მ წელს 22 კილოგრამი „ჰეროინი“, 1 კილო და 900 გრამი „კოკაინი“, 8500 აბი „სუბუტექსი“, „სუბოქსინი“ და 3500 აბზე მეტი „ექსტაზი“ ამოიღო

მიმდინარე წლის, 1-ელი იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ამოღებულია: 22 კილოგრამი "ჰეროინი", 1 კილო და 900 გრამი "კოკაინი", 8500 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 3500 აბზე მეტი "ექსტაზი", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ასევე ამოღებულია: 9 კილოგრამამდე ფსიქოაქტიური ნივთიერება და 950 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას“, - განაცხადა ჭელიძემ.




ავტორი: ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
" data-width="330" data-show-text="false">
" class="fb-xfbml-parse-ignore">">

ვითარება საკრებულოსთან






სასიკვდილო ვირუსი, რომელიც მსოფლიოს ედება - კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება
როგორ აფასებს ოპოზიცია მორიგ კრიტიკულ წერილს, რომელიც გიორგი გახარიამ ამერიკელი კონგრესმენისგან მიიღო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics