11:29 - 26 Aug, 2019
2019-08-14 10:26:43, 128 ნახვა
„რადიო თავისუფლების“ ყოფილი პრეზიდენტი: საქართველო ცდილობდა დასავლური დემოკრატიის შექმნას, რუსეთმა ეს პროცესი შეაჩერა

საქართველო ცდილობდა შეექმნა მოქნილი, დასავლური დემოკრატია და   რუსეთმა ეს პროცესი ეფექტურად შეაჩერა - ამის შესახებ  „რადიო თავისუფლების“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯეფრი გედმინმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა.

გედმინი მიიჩნევს, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოს მიმართ მხარდაჭერის დონე შემცირდა, რადგან ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის საქართველო პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

„რუსეთი თავს დაესხა და მოახდინა საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია. ეს კი იმის გამო მოხდა, რომ რუსეთი იმპერიის აღდგენას ცდილობს - საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით. ამ მხრივ, საქართველო მტკივნეული მაგალითია. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად არასწორი, პრობლემური და არასრული იყო საქართველოში მიმდინარე პროცესები მაშინ. ეს იყო ქვეყანა, რომელიც დასავლეთისკენ, ნატოსკენ, ევროკავშირისკენ მიიწევდა. საქართველო ცდილობდა შეექმნა მოქნილი, დასავლური დემოკრატია. ვფიქრობ, რუსეთმა ეს პროცესი ეფექტურად შეაჩერა.

მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა მსოფლიოშიც, ამერიკაშიც. დღეს ამერიკაში გვყავს პრეზიდენტი, რომლისთვისაც საქართველო პრიორიტეტი, სავარაუდოდ, არ არის. ფაქტი კი ისაა, რომ რუსეთმა ტერიტორია მონიშნა და თქვა, რომ ‘ეს ჩემი სამეზობლოა და არის საკითხები რომლებზე საუბარსაც არ ვაპირებთ. ეს ფაქტია“, - განაცხადა გედმინმა.

გედმინი მიიჩნევს, რომ, ამ ეტაპზე, საქართველოს ნატოში გაერთიანებას გარემოებები ხელს არ უწყობს, მაგრამ ქვეყანამ უნდა იბრძოლოს იქამდე, სანამ ვითარება არ შეიცვლება. 

„მე ნატოს ღია კარის პოლიტიკას მხარს ვუჭერ. მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს, რომელსაც უნდა, რომ დემოკრატიული ქვეყნების ოჯახის თანასწორი წევრი იყო. მაგრამ ამ ეტაპზე, ამისთვის კარგი დრო არ არის. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ, ვიბრძოლოთ და ვიბრძოლოთ მოთმინებით და შეუდრეკელად იმ დრომდე, სანამ გარემოებები არ შეიცვლება რამდენიმე წელში.

რატომ უნდა გავჩერდეთ და რატომ უნდა დავანებოთ თავი ჩვენს მიზნებს? ეს გრძელვადიანი ბრძოლაა და არასოდეს იცი ზუსტად როდის შეიძლება სიტუაცია შენს სასარგებლოდ მოტრიალდეს. ამიტომ, მზადება და მზაობა მუდამ უნდა გააგრძელო. ამერიკაში კალათბურთის ცნობილმა მწვრთნელმა ბობი ნაითმა ერთხელ თქვა, რომ არ ეთანხმება ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ სპორტში ის გუნდი იმარჯვებს, რომელსაც გამარჯვება უფრო მეტად უნდა. გამარჯვება ყველას უნდა, მაგრამ სინამდვილეში ის იმარჯვებს, ვინც გასამარჯვებლად უკეთესადაა მომზადებულიო. ეს საქართველოსაც მიესადაგება - იბრძოლეთ, შეინარჩუნეთ მოტივაცია, სიმტკიცე, მოთმინება, მოიზიდეთ ინვესტიციები, გაამყარეთ ურთიერთობები მოკავშირეებთან. არავინ იცის როგორი იქნება მსოფლიო 3, 5, 10 წელში. მაგრამ როცა მსოფლიო შეიცვლება, საქართველო მზად უნდა იყოს“, - განაცხადა გედმინმა.

ჯეფრი გედმინი „რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტის ოზიციას  2007-2011 წლებში იკავებდა.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics