05:34 - 21 Aug, 2019
2019-08-13 19:12:13, 403 ნახვა
პაატა სალია: „რუსთავი 2“-ის ყიდვის მსურველი ჯერ არ გამოჩენილა

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, ტელეკომპანიის ყიდვის მსურველი ჯერ არ გამოჩენილა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტის მიმართ კომპანიის დავალიანება 27 მილიონ ლარს აღწევს და ამ საკითხზე სახელმწიფო ორგანოებთან მოლაპარაკება უნდა დაიწყოს.

„ჩვენ წარვადგინეთ ის რეალური ვითარება, რაც არის. შელამაზებული რომ წარგვედგინა როგორ გგონიათ პოტენციური მყიდველი გამოჩნდებოდა და არ გადაამოწმებდა და  ვერ გაიგებდა რეალობას? ანუ ტყუილად დაგვეწყო ურთიერთობა პოტენციურ მყიდველთან. ჩვენ ვთქვით და თუ გამოჩნდება, გამოჩნდება. თუ არ გამოჩნდება, გავაგრძელებთ მუშაობას. ეს არის ძალიან მარტივი. აუცილებელია გამოინახოს საერთო ენა სახელმწიფო ორგანოსთან, ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურთან. მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 27 მილიონი არის ბიუჯეტის დავალიანება. შეუძლებელია ფაქტიურად ფუნქციონირება გააგრძელოს კომპანიამ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო დაიწყებს ამ ვალების მიმართ თავის მოთხოვნის აღსრულებას და ა.შ. ამიტომ რა თქმა უნდა ეს საუბარი უნდა შედგეს. მოგეხსენებათ არც ისე დიდი დროა გასული რაც მოვედი კომპანიაში. ბევრი სხვა პირველი რიგის ამოცანა იყო გადასაწყვეტი რაც შეეხება ხელფასები, საწვავის ხარჯი და ა.შ.“,-განაცხადა პაატა სალიამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია ⭕ სტუმრები: ნანუკა ჟორჟოლიანი, ნოდარ მელაძე, ნინო ჯომარჯიძე, ნინო ცაგარეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics