08:38 - 09 Dec, 2019
2019-08-13 19:10:15, 436 ნახვა

სამართალი/
სუს-ი სახელმწიფოსთვის მილიონობით ლარის ზიანის მიყენების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სახელმწიფოსთვის ათეულობით მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზე, განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში, რათა დადგინდეს რამდენად სრულფასოვნად შეასრულეს საჯარო მოხელეებმა მათზე კანონით დაკისრებული მოვალეობები.

 „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში, 2019 წლის 25 ივნისიდან, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დადგენილია, რომ არაკეთილსინდისიერი მეწარმეების მიერ ყალბი მონაცემების გამოყენებით ფულადი აქტივის შექმნით სახელმწიფოს ათეულობით მილიონი ლარის ზიანი მიადგა. ასევე დადგენილია, რომ შესაძლო დანაშაულის ნიშნები იდენტიფიცირებული იყო სწორედ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ.

გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში, რათა დადგინდეს რამდენად სრულფასოვნად შეასრულეს საჯარო მოხელეებმა მათზე კანონით დაკისრებული მოვალეობები.

ამ ეტაპზე გამოკითხულია ყველა ის პირი, რომელსაც ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით შემხებლობა ჰქონდა“, - ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics