16:02 - 18 Oct, 2019
2019-08-13 16:06:27, 1303 ნახვა
ვოლსკი: ერთგვარი ტრენდია, როდესაც პრობლემები აქვთ მართლმსაჯულებასთან, პარტიის შექმნაზე საუბრობენ

„როდესაც ადამიანებს პრობლემები აქვთ მართლმსაჯულებასთან, პოლიტიკურ პარტიის ან ტელევიზიის შექმნაზე ლაპარაკობენ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით განუცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში წასვლა დაკავშირებული მის მიერ იმუნიტეტის მოპოვების მცდელობასთან, ვოლსკი აცხადებს, რომ იმუნიტეტისთვის მსგავსი ქმედებები ხშირად ხდება.

„იმუნიტეტისთვის ხშირად არის, რომ როდესაც ადამიანებს გარკვეული პრობლემები აქვთ მართლმსაჯულებასთან, პოლიტიკური პარტიის შექმნაზე, პოლიტიკურ ამბიციებზე ან ტელევიზიის შექმნაზე ლაპარაკობენ. ბოლო დროს ეს რაღაც გარკვეული ტრენდი გახდა, მაგრამ ყველაფერს საზოგადოება გადაწყვეტს. ჩემი დაკვირვებით, საზოგადოება გაცილებით უფრო გაზრდილია თავის მოთხოვნებში პოლიტიკური პარტიების მიმართ, პოლიტიკის მიმართ საგარეო თუ საშინაო საკითხებზე და პოლიტიკურმა პარტიებმა ან მათი შექმნის მსურველებმა, ძალიან სერიოზულად უნდა გააანალიზონ თავისი ამბიციები“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, გუშინ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ კიდევ ერთხელ დააანონსა, რომ სექტემბრიდან ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აპირებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო პლანარული სხდომა






პლენარულ სხდომაზე გიგა ბოკერია და ილია ნაკაშიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რომან კაკულია - „ენდიაის“ კვლევებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა არასოდეს არ იქნებოდა ამსახველი იმის, რაც არის მთავარი რეალობა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics