11:24 - 26 Aug, 2019
2019-08-13 15:06:10, 119 ნახვა
თბილისში, ძაღლების ჩხუბის გამო, არასრულწლოვანს თავში ესროლეს

თბილისში, არნოლდ ჩიქობავას ქუჩაზე, ძაღლების ჩხუბის გამო, 17 წლის ახალგაზრდას სანადირო თოფიდან თავის არეში ესროლეს.

შემთხვევა 9 აგვისტოს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მისმა ძაღლმა სხვა ძაღლს უკბინა. აღნიშნულს ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც არასრულწლოვანს 37 წლის მამაკაცმა სანადირო თოფიდან ესროლა. დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული დ.რ. ცხელ კვალზე დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული დ.რ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით  2002 წელს დაბადებული ე.ჩ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დ.რ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.  დანაშაულის ჩადენის იარაღი - ორლულიანი სანადირო თოფი, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics