19:31 - 05 Dec, 2019
2019-08-13 14:46:25, 449 ნახვა

საზოგადოება/
იუსტიციის სახლში კომუნალური გადასახადების ქვითრებში სწორი მონაცემების შეტანის სერვისით სარგებლობა კიდევ უფრო მეტ აბონენტს შეეძლება

იუსტიციის სახლი მუდმივად ზრუნავს მოქალაქეებისთვის მომსახურების ერთ სივრცეში მიწოდების პროცესის გამარტივებაზე. ამჯერად, კომუნალური გადასახადების ქვითრებში და ენერგორესურსების გამანაწილებელი კომპანიების მონაცემთა ბაზებში სწორი მონაცემების დაფიქსირება ნაცვლად ათისა, უკვე 28 კომპანიაში გახდა შესაძლებელი.

სემეკისა და იუსტიციის სახლის თანამშრომლობის შედეგად, იუსტიციის სახლში დაინერგა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების  კომპანიების მომსახურება. აბონენტის რეგისტრაციის ცვლილება აბონენტებს იუსტიციის სახლის 23-ვე ფილიალში შეუძლიათ.

თუ აქამდე ქონების რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქეს უწევდა ვიზიტი ენერგორესურსების გამანაწილებელი სხვადასხვა კომპანიის ოფისებში, რათა მატერიალურად შევსებული განცხადების საფუძველზე ქვითარში ძველი მესაკუთრის ნაცვლად დაეფიქსირებინა საკუთარი რეკვიზიტები, მომსახურების იუსტიციის სახლში დანერგვა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს დაზოგოს დრო, ხარჯები და  ქონების რეგისტრაციის პარალელურად მხოლოდ ერთი განცხადებით მიმართოს 28 სხვადასხვა კომპანიას ქვითარში აბონენტის რეკვიზიტების შეცვლასთან დაკავშირებით.   აღსანიშნავია რომ აბონენტის  რეგისტრაციის ცვლილების  განცხადების წარმოდგენა ასევე შეიძლება რეგისტრირებულ ქონებაზეც.

განმცხადებელს შესაძლებლობა აქვს ერთჯერადად შევსებული ელექტრონული განცხადებით მიმართოს 28  სხვადასხვა კომპანიიდან ერთ-ერთს ან რამდენიმეს ერთად. ეს კომპანიებია: სს თელასი, შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი,  შპს თბილისი ენერჯი, სს ენერგო-პრო ჯორჯია,  შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, შპს სოკარ ჯორჯია გაზი, შპს საქორგგაზი, შპს რუსთავის წყალი, შპს მცხეთის წყალი, შპს თელავგაზი,  შპს ინტერ გაზი, შპს ვაკე, შპს ჩირაღდანი - XXI საუკუნე, შპს აკრიანი - 2006, შპს გასკო +, შპს ენერგია +,  შპს ტაბა, სს საჩხერეგაზი, შპს გამა,  შპს ყამარი, სს ენერგოკავშირი, შპს ვარკეთილაირი, შპს დიდი დიღომი,  შპს მარნეულის სოფწყალი, შპს საჩხერის წყალკანალი,  შპს ბათუმის წყალი, შპს ქობულეთის წყალი,  შპს „სოგური.

სპეციალურად ამ სერვისისთვის მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ შეიქმნა სამუშაო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისგან ელექტრონული განცხადების მიღებას; ასევე, მონაცემების ელექტრონულ მიმოცვლას იუსტიციის სახლსა და კომპანიებს შორის. 

აბონენტის რეგისტრაციის ცვლილების განცხადების დაწერა მოქალაქეს შეუძლია უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას. ასევე, განმცხადებელს იმავდროულად შეუძლია გაიგოს უძრავ ქონებაზე არსებული დავალიანება.

 

იუსტიციის სახლი არის ადგილი, სადაც მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 450-მდე სერვისს მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში იღებს.

იუსტიციის სახლის სერვისების მიწოდების კიდევ უფრო მეტი ეფექტურობისა და ადაპტირებული გარემოს შექმნისთვის ორგანიზაციაში ზრუნვა კვლავ გაგრძელდება, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზნის მიღწევას - კიდევ უფრო გაუმჯობესდეს მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს
გაერთიანებულმა ოპოზიციამ „გერმანული მოდელი“ პარლამენტში დაარეგისტრირა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics