19:38 - 05 Dec, 2019
2019-08-13 13:33:56, 1309 ნახვა

კომენტარი/
თალაკვაძე - „რუსთავი 2“-ს ვალების რესტრუქტურიზაციაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს

„ვის, ვის, მაგრამ „რუსთავი 2“-ს ვალების რესტრუქტურიზაციაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, „რუსთავი 2“-ისთვის ვალების ჩამოწერის შესაძლებლობაზე.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიას 10 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს, სახელმწიფოს მკვეთრი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

„რუსთავი 2“-ს არ უნდა ჰქონდეს ამაზე პრეტენზია, ვინაიდან ცნობილია, რომ სხვა მედიასაშუალებების მსგავსად, ამ ტელევიზიასაც 10 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს ბიუჯეტის წინაშე. ამის გამო  სახელმწიფოს არანაირი მკვეთრი ნაბიჯები, რაც ტელევიზიის საქმიანობას ხელს შეუშლიდა, არ გადაუდგამს. ბუნებრივია, აქამდეც დამზოგველი მიდგომები იყო როგორც სხვა, ასევე ამ ტელევიზიის მიმართ. შესაბამისად, სანამ რესტრუქტურიზაციაზე დაიწყებდეთ საუბარს, ჯერ აუცილებლად უნდა თქვათ, რა დამოკიდებულება ჰქონდა სახელმწიფოს „რუსთავი 2“ -ის ვალებთან დაკავშირებით აქამდე. შეკითხვაზე, მომავალში რა იქნება, ამაზე პარლამენტი ვერ გაგცემთ პასუხს. ეს არის მთავრობის პრეროგატივა. ნებისმიერ შემთხვევაში, დამოკიდებულება იქნება იგივე, რაც იყო აქამდე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს
გაერთიანებულმა ოპოზიციამ „გერმანული მოდელი“ პარლამენტში დაარეგისტრირა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics