07:14 - 21 Aug, 2019
2019-08-13 12:07:32, 85 ნახვა
პრემიერი - ინფრასტრუქტურის განვითარება ეფექტური საშუალებაა იმისთვის, რომ სიღარიბეს ვებრძოლოთ

„ინფრასტრუქტურის განვითარება არის ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ სიღარიბეს ვებრძოლოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტის 6 თვის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ძირითადი ინფრასტუქტურული პროექტების დასრულება 2022 წლისთვის იგეგმება.

„ჩვენთვის ინფრასტრუქტურის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და ამას აქვს სამი ძირითადი მიზანი. პირველი, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის უნიკალური, სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის ათვისება, მეორე - შევამციროთ სვლის დრო  და გავხადოთ უფრო კომფორტული და უსაფრთხო და მესამე - ეს არის ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ ვებრძოლოთ სიღარიბეს. სიღარიბეს, რომელიც არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის.

ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენი ეკონომიკა გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი. ეს ჩვენს საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ სამუშაო ადგილები არა მხოლოდ მშენებლობის პროცესში, არამედ პროექტების დასრულების შემდეგ ქართულ ბიზნესს მიეცეს საშუალება, შექმნას მეტი დოვლათი, მეტი სამუშაო ადგილები და გახადონ თავიანთი ბიზნესი მეტად კონკურენტუნარიანი. ჩვენ ამისთვის გვჭირდება მასშტაბური ინვესტიციები.

ჩვენ საზოგადოებას შევპირდით, რომ ძირითად კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ჩვენ დავასრულებთ 2022 წლის ჩათვლით და ეს მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტებია. მე მხოლოდ ორ მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას. პირველი, ეს არის პროექტი, რომლის მშენებლობაც უკვე დაიწყო, ეს არის ჩქაროსნული მაგისტრალი რიკოთის უღელტეხილზე. ეს არის ძალიან რთული საინჟინრო ნაგებობა, მასში ჩვენ ძალიან დიდი ინვესტიციები გვექნება ჩვენ განსახორციელებელი, მაგრამ ჩვენ ამას აუცილებლად უმოკლეს ვადებში გავაკეთებთ. ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი თვალით იხილონ, თუ როგორ მიმდინარეობს ინტენსიური მშენებლობის პროცესი“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, რამდენიმე დღეში რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტი - კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი.

„ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში. რა თქმა უნდა მას სჭირდება ინვესტიციები და ეს ინვესტიციები უკვე მოძიებული და ხელმოწერილია.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ჩვენ უნდა გვქონდეს მხედველობაში, თუ რა დამატებით სარგებელს მოუტანს ეს ჩვენს მოქალაქეებს და ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო პროექტი, რომელიც ჩვენ შარშან განვახორციელეთ, ეს იყო საბაგირო ახალი, რომელმაც დააკავშირა კობი გუდაურს. ჩვენ შედეგად მივიღეთ, რომ კობი გაცოცხლდა, მასში შევიდა ახალი სიცოცხლე და თქვენ დღეს ფაქტობრივად ვერ ნახავთ თავისუფალ ადგილს, რომელზეც არ მიდიოდეს საუბარი, რომ ახალი სასტუმროა ასაშენებელი ან ახალი ტურისტული ობიექტი. ასეთმა პროექტმა ჩვენ საშუალება მოგვცა რომ თრუსოს ხეობაში შეგვეტანა ახალი დინამიკა და დარწმუნებული ვარ, შემდეგი წლების განმავლობაში ეს ორივე ძალიან ლამაზი ადგილი ინტენსიურად განვითარდება. პირადად ჩემთვის ეს არის ორიენტირი, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ინფრასტრუქტურა საქართველოში“, - განაცხადა პრემიერმა.

მანვე აღნიშნა, რომ ჩქაროსნული მაგისტრალების გარდა, მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს გზების მშენებლობა ყველა დასახლებულ პუნქტამდე.

„საზოგადოებას ვპირდები, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ შევძლებთ, საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტამდე ჩვენ გვექნება შესაბამისი სტანდარტის გზა. დღეს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მთიან რეგიონებში ისვენებენ, აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი თვალით იხილონ როგორ მიმდინარეობს ეს აღმშენებლობის პროცესი“, - განაცხადა ბახტაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია ⭕ სტუმრები: ნანუკა ჟორჟოლიანი, ნოდარ მელაძე, ნინო ჯომარჯიძე, ნინო ცაგარეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics