18:52 - 05 Dec, 2019
2019-08-13 10:31:11, 501 ნახვა

პოლიტიკა
კურტ ვოლკერი - რუსეთში საქართველოს ჯარი არ დგას, რუსეთის ჯარი დგას საქართველოში

„რუსეთში საქართველოს ჯარი არ დგას, რუსეთის ჯარი დგას საქართველოში“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩმა ნატოში, კურტ ვოლკერმა, „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთს სურს განხილვებში უწყვეტად შეინარჩუნოს ნარატივი, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ამის მიზანი კი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციის გამართლებაა.

ჟურნალისტის კითხვას, თუ ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი, და ვის აძლევს ხელს საუბრის ამ კუთხით წარმართვა, ვოლკერი ასე პასუხობს:

„პირველ რიგში ვისაუბროთ ფაქტებზე. ფაქტები ცხადია, რუსეთი საქართველოზე უდიდეს ზეწოლას ახორციელებდა, მათ შორის, სამხედრო ზეწოლასაც, დაახლოებით, ორი წელი. ამაში შედის საქართველოს დრონის ჩამოგდება, რადარების დაბომბვა, დღეს ოკუპირებულ და მაშინ გაეროს მიერ დაცულ კონფლიქტურ ზონებში სამხედრო პერსონალის გაზრდა, ჯარების შემადგენლობის შეცვლა, საინჟინრო ბატალიონების გადაყვანა. ყველაფერი ეს მიუთითებდა იმისკენ, რომ რუსეთი ომისთვის ემზადებოდა და საქართველოზე ზეწოლას ახორციელებდა.

შემდეგ კი იყო სამხედრო წვრთნები, რომლის დროსაც რუსეთი საქართველოში დამატებითი სამხედრო ძალის შეყვანას აპირებდა. საქართველომ ამაზე სწრაფი რეაგირება მოახდინა, ამ ყველაფრის მანამდე შესაჩერებლად, ვიდრე ვითარება გაუარესდებოდა. შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რომ საქართველომ იმ კონკრეტულ დღეს პირველი ტყვია გაისროლა, მაგრამ ეს [არგუმენტი] მთლიანად სცდება კონტექსტს, რომელიც იმაზე მიანიშნებს, თუ რა ხდებოდა ამ კონფლიქტში.

რუსეთს სურს განხილვებში უწყვეტად შეინარჩუნოს ნარატივი, რომ ომი საქართველომ დაიწყო. იმიტომ, რომ მათი გადმოსახედიდან, ეს ამართლებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციას. რუსეთში საქართველოს ჯარი არ დგას. მხოლოდ რუსეთის ჯარი დგას ტერიტორიაზე, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს საქართველოს ტერიტორიად, გარდა თავად რუსეთისა. რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ამ ნარატივის შენარჩუნება. ამიტომ, ჩვენ, ვიყავით თუ არა იქ, ვიცნობდით თუ არა საკითხებს მაშინ, თუ მათ შესახებ ახლა ვსწავლობთ, მნიშვნელოვანია ჩუმად არ ვიყოთ და რუსეთის ეს შეხედულება კამათის გარეშე არ გავატაროთ“, - აცხადებს ვოლკერი.

რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ შეცვალა რუსეთ-საქართველოს ომმა სტრატეგიული გარემო, ვოლკერი პასუხობს, რომ საქართველოა და უკრაინაში რუსული აგრესიის შემდეგ ფუნდამენტურად შეიცვალა დასავლეთის შეხედულება იმაზე, თუ როგორ იქცევა პუტინი მსოფლიოში და რა უნდა გააკეთოს ამერიკამ საპასუხოდ.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. ალბათ, გახსოვთ, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, მათ შორის, საქართველოშიც. მაგრამ ასევე იყო ბალანსი რუსეთთან სტრატეგიული დიალოგის წარმოებით. ბუშის ადმინისტრაციამ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთთან ეს დიალოგი შეენარჩუნებინა 2006, 2007, 2008 წლებში. ბუში და პუტინი პეკინში ოლიმპიადაზე ერთად იყვნენ, როცა რუსეთი საქართველოში შეიჭრა. პრეზიდენტი ბუშისთვის და რესპუბლიკელებისთვის ეს ბოლო წვეთი იყო იმის საფიქრელად, რომ ჩვენ არ შეგვიძლია პუტინის მმართველობის ქვეშ იმ რუსეთთან თანამშრომლობა, რომელიც საკუთარ მეზობლებს თავს ესხმის. ბუშის ადმინისტრაციისთვის ეს წყალგამყოფი მომენტი იყო.

ასევე, ალბათ გახსოვთ, ობამას ადმინისტრაცია რომ მოვიდა “გადატვირთვის” დიდი პოლიტიკა დაიწყო, დაივიწყა რუსეთის ომი საქართველოსთან და ეცადა რუსეთთან შეძლებისდაგვარად ეთანამშრომლა. 2014 წლის შემდეგ კი, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ობამას ადმინისტრაციაც იგივე დასკვნამდე მივიდა. ამის შემდეგ გაჩნდა შეერთებულ შტატებში ორპარტიული კონსესუსი, რომ პრობლემა გვაქვს რუსეთის მხრიდან მისი მეზობლების წინააღმდეგ წარმოებულ აგრესიასთან დაკავშირებით და საჭიროა ამაზე რეაგირება გავაკეთოთ“, - განაცხადა კურტ ვოლკერმა.

ამასთან, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ვოლკერი 2008 წლის 11 აგვისტოს იხსენებს, როდესაც ნატო-ში აშშ-ის ელჩად დაინიშნა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ის იყო, რომ დასავლეთ ევროპას არ სურდა ამ საკითხისთვის თავის გართმევა. ელჩად დავინიშნე და ნატოში 11 აგვისტოს ჩავედი, როცა ომის დაწყების შემდეგ ნატოს საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის ბრიუსელში ვერ ჩამოვიდა, რადგან ომის გამო თბილისის აეროპორტი დაკეტილი იყო. მის ნაცვლად საქართველოს ელჩს ვესაუბრეთ.

ჩემს ნატოელ კოლეგებს შევთავაზე, რომ გამოგვექვეყნებინა ნატოს განცხადება იმაზე, რომ ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომ ჯარები უნდა დაბრუნებულიყვნენ იმ პოზიციებზე, რომელიც ჰქონდათ 2008 წლის 6 აგვისტომდე და რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ცეცხლის დაუყოვნებელ შეწყვეტას და ასევე მხარს ვუჭერდით პრეზიდენტ სარკოზის მიერ გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე მოლაპარაკებას.

ჩემს არცერთ ევროპელ კოლეგას სურდა ნატოს ამ მარტივ განცხადებაზე დამთანხმდებოდა. ამბობდნენ, რომ ამის დრო არ იყო, რომ ლიდერები დასასვენებლად იყვნენ წასულები, რომ ეს ყველაფერი რთული იყო. ვერ ვთანხმდებოდით ტექსტზე და ა.შ. ყველაზე დასამახსოვრებელი კი ის იყო, რომ მაშინ, როცა ვიცოდით, რომ რუსული ტანკები თბილისისკენ მიდიოდა, ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ ნატოს განცხადება არ უნდა გაეკეთებინა, რადგან არ გვსურდა „კონფლიქტის მილიტარიზება".

მაშინ გადაწყვიტე, რომ თუ დასვლეთ ევროპასთან ვერაფერს გავაწყობდით, მე როგორც ამერიკის ელჩს ნატოში ხმამაღლა უნდა მელაპარაკა და ეს იყო მნიშვნელოვანი. ამიტომ ყველა დასავლეთ ევროპული ტელევიზიის საშუალებით, იქნებოდა ეს ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ბელგიის, ჰოლანდიის, ბრიტანეთის თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მედია, მე ამეხსნა თუ რა ხდებოდა საქართველოში, რომ საჭირო იყო ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა“, - განაცხადა კურ ვოლკერმა.

სრული ინტერვიუ იხილეთ აქ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს
გაერთიანებულმა ოპოზიციამ „გერმანული მოდელი“ პარლამენტში დაარეგისტრირა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics