17:35 - 27 Jan, 2020
2019-08-12 19:09:37, 484 ნახვა

რეგიონი/
ლაგოდეხში, სოფელ მაწიმში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ლაგოდეხში, სოფელ მაწიმში გაჩენილი ხანძარი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ლიკვიდირებულია.

უწყების ცნობით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.

„ადგილზე დაუყონებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, რომლებმაც ხანძრის ლოკალიზება სწრაფად მოახერხეს.

შედეგად დამწვარია ხმელი ბალახი და ეკალ-ბარდი, დაზიანდა რამდენიმე ხე. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

პრევენციისა და მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






სასიკვდილო ვირუსი, რომელიც მსოფლიოს ედება - კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება
როგორ აფასებს ოპოზიცია მორიგ კრიტიკულ წერილს, რომელიც გიორგი გახარიამ ამერიკელი კონგრესმენისგან მიიღო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics