18:50 - 05 Dec, 2019
2019-08-11 14:33:23, 3996 ნახვა

სამხედრო/
ლევან იზორიამ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველ ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სოფელს შინდისთან 2008 წლის 11 აგვისტოს გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ლევან იზორია დაღუპულების ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა.

შინდისის ბრძოლიდან 11 წელი გავიდა. ომში დაღუპულ 17 ქართველ ჯარისკაცს დილიდან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში იხსენებენ. შინდისის გმირთა მემორიალთან ადგილობრივები და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული ადამიანები გმირებს პატივს მიაგებენ.

2008 წელს, 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ვეფხვია ჯიშკარიანი, ემზარ წილოსანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ალექსანდრე ონიანი, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

NS




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს
გაერთიანებულმა ოპოზიციამ „გერმანული მოდელი“ პარლამენტში დაარეგისტრირა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics