12:38 - 10 Dec, 2019
2019-08-10 14:28:48, 860 ნახვა

მსოფლიო/
მოსკოვის ცენტრში ათასობით ადამიანი იკრიბება

მოსკოვის ცენტრში, სახაროვის პროსპექტზე ათასობით ადამიანი იკრიბება.

სახაროვის პროსპექტის დასაწყისში ომონმა მეტალოდეტექტორები დააყენა სადაც თითეული აქციის მონაწილე შემოწმებას გადის. თავად აქცია კი მოსკოვის ხელისუფლებასთან არის შეთანხმებული.

აქციის ორგანიზატორები დღეს ასი ათასზე მეტ ადამიანს ელოდებიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მოწოდებით, აქციის შემდეგ სახალხო სეირნობა იგეგმება.

სახაროვის პროსპექტზე ცნობილი რეპერი "აქსიმირონიც" გამოვა. სიმღერებს შეასრულებენ სხვა რეპერები და როკ ჯგუფებიც.

შეგახსენებთ, მოსკოვის მუნიციპალურ არჩევნებში არცერთი ოპოზიციური კანდიდატი არ იქნა დაშვებული, რამაც მასიური აქციები და მომიტინგეების დაკავება გამოიწვია.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ქართველის მიერ 120 000 დოლარად შეფასებული ბანანის შეჭმა პერფომანსი აღმოჩნდა
ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics