04:48 - 21 Aug, 2019
2019-08-09 01:59:56, 613 ნახვა
თბილისის დინამო რასიზმის გამოვლენისთვის დაჯარიმდა და თამაშს ცარიელ სტადიონზე ჩაატარებს

უეფა-ს გადაწყვეტილებით, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი ფეიენოორდთან დინამო არენაზე მაყურებლების გარეშე ჩაივლის. საბჭომ გადაწყვეტილება 8 აგვისტოს გამოაქვეყნა.

როგორც საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, უეფა-ს მოსაზრებით, საფუძველი რასისტული შეძახილები და ბანერები გახდა, რის გამოც „დინამო“ ადრეც იყო გაფრთხილებული.

მაგრამ მსგავსი შემთხვევა „გაბალასთან“ თბილისური მატჩის დროს განმეორდა და მას უეფა-ში ასეთი კვალიფიკაცია მისცეს – „გულშემატკივართა რასისტული გამოხდომა“. საკითხი უეფა-ს აღმასკომმა განიხილა და თბილისური კლუბი უმკაცრესად დასაჯა.

ასევე დინამოს დაევალა, რომ თამაშის მიმდინარეობისას გამოფინოს ბანერი სიტყვებით #EqualGame, რომელზეც უეფას ლოგოც იქნება. ამ ბანერმა უნდა დაფაროს პირველი, მე-2 და მე-18 სექციები.

ასევე დინამო დაჯარიმდა 50 000 ევროთი, გულშემატკივრების რასისტული ქცევის გამო. 

 




ავტორი: გიორგი ბერაია, სპორტის მიმიმხილველი


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია ⭕ სტუმრები: ნანუკა ჟორჟოლიანი, ნოდარ მელაძე, ნინო ჯომარჯიძე, ნინო ცაგარეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics