23:09 - 26 Jan, 2020
2019-08-08 17:13:48, 656 ნახვა

რეგიონი/
თორნიკე რიჟვაძე ცეცხლაურში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალის გახსნას დაესწრო

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული 5 გმირის  ამირან შაინიძის, ომარ ასლანიძის, ვაჟა შაინიძის, გიორგი შაინიძისა და  გიორგი ქათამაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა სოფელ ცეცხლაურში აღიმართა. მემორიალთან დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა. თორნიკე რიჟვაძემ კიდევ ერთხელ გაიხსენა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლები.

,,ეს არის ყველაზე ტრაგიკული, სევდიანი დღე ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. ასევე, ეს არის დღე, როცა კიდევ ერთხელ, ძალიან ძლიერად ყველას გვახსენდება ყველა ის თავდადებული ადამიანი, ყველა ის გმირი ჯარისკაცი, რომელმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ერთიანობას. და ჩვენი ვალია, რომ გავუფრთხილდეთ მათ ხსოვნას, გმირობას და თავდადებას", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ინიციატივა ომში დაღუპული ჯარისკაცების  ოჯახებს ეკუთვნით, რაშიც მათ მხარდაჭერა მიიღეს. მემორიალური დაფა ცეცხლაურში ქველმოქმედების შედეგად აღიმართა.

„ყველა სოფელს თავისი ისტორია აქვს. ეს ბიჭები ჩვენი სოფლის ვაჟკაცები იყვნენ და ჩვენი სოფლისთვის თვალსაჩინო ადგილას უნდა გაკეთებულიყო ეს მემორიალი და ამიტომ სოფლის შემოსასვლელში გაკეთდა. დიდი მადლობა მთავრობას ამ ვაჟკაცების ხსოვნას ასეთ პატივს რომ  მიაგებენ, მათი მშობლების გვერდით დგანან, თანაუგრძნობენ, მოდიან და ესაუბრებიან“, - აღნიშნა დაღუპული გმირის ვაჟა შაინიძის ოჯახის წევრმა მერი შაინიძემ.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
" data-width="330" data-show-text="false">
" class="fb-xfbml-parse-ignore">">

ვითარება საკრებულოსთან






სასიკვდილო ვირუსი, რომელიც მსოფლიოს ედება - კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება
როგორ აფასებს ოპოზიცია მორიგ კრიტიკულ წერილს, რომელიც გიორგი გახარიამ ამერიკელი კონგრესმენისგან მიიღო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics