11:10 - 10 Dec, 2019
2019-08-07 18:37:46, 3085 ნახვა

სამხედრო/
დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები რეაბილიტაციას წეროვანის ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში გაივლიან

2008 წლის აგვისტოს ომში და სამშიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას წეროვანის ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში გაივლიან.

ახალი ცენტრი, რომლის მშენებლობაც სამ თვეში დასრულდება, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და აშშ-ის ელჩის მოვალეობის  შემსრულებელმა ელიზაბედ რუდმა დაათვალიერეს.

სარეაბილიტაციო ცენტრი  დასავლური სტანდარტების, უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. შენობაში განთავსებული იქნება სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზი, ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარი, ასევე მოედანი მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის. წეროვანის ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ამერიკის მხარდაჭერით ხორციელედება.

წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში ლევან იზორია და ელიზაბეთ რუდი „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ დაჭრილ სამხედრო  მოსამსახურეს, უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე ელიზაბედ რუდი სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობით, სარეაბილიტაციო კურსის მიმდინარეობითა და მისი სამომავლო გეგმებით დაინტერესდა. ამერიკელმა დიპლომატმა დაჭრილ სამხედროს კარიერულ წინსვლაში ხელშეწყობა აღუქვა.

ივერი ბუაძე აშშ-დან სამშობლოში სამი კვირის წინ დაბრუნდა, სადაც რეაბილიტაციის კურსს ვოლტერ რიდის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადიოდა. 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ქართველის მიერ 120 000 დოლარად შეფასებული ბანანის შეჭმა პერფომანსი აღმოჩნდა
ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics