15:14 - 18 Oct, 2019
2019-07-30 15:36:41, 6719 ნახვა
Nothing Can Stop Me - J.Lo - მ 50 წლის იუბილე იზეიმა

24 ივლის ჯენიფერ ლოპეზი 50 წლის გახდა. იუბილესთან დაკავშირებით არტისტმა საკუთარი მსოფლიო ტურნე რამდენიმე დღით შეწყვიტა და სახლში-მაიამიში დაბრუნდა, სადაც გრანდიოზული წვებულება მოაწყო. 


ცნობილია, რომ ლოპეზის პირველი საჩუქარი "პორშეს" ფირმის სპორტული ავტომობილი გახდა, რომლის გასაღები მომღერალს მეუღლემ ალექს როდრიგეზმა 24 ივლის დილით მიართვა. საღამოს მომღერალი ოჯახთან ერთად , მეგობრების გლორია და ემილიო ესტეფანის სახლში გამართულ 240 კაციან წვეულებაზე მივიდა.
ლოპეზს საკუთარ იუბილეზე ლრისტიან ლაკრუას ბრენდის ვერცხლისფერი კაბა ეცვა, რომელიც კიდევ ერთხელ ახსენებდა ყველას, რომ 50 წლის ასაკშიც კი მომღერალი მშვენიერ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება.


საიუბილეო საღამოს მიწურულს მომღერალი კიდევ ერთი სიურპრიზით გაამხიარულეს-სახლის მეპატრონეებმა ჯენიფერისთვის 10 საფეხურიანი ტორტი მიართვეს, რომელიც შოკოლადის მოოქროვილ ფილებს , ტირამისუს, კეშიუს კაკალს, ნაყინს, ამარეტოს და ბევრ სხვა მომღერლის საყვარელ ტკბილეულობას შეიცავდა.
წვეულება გრანდიოზული 15 წუთიანი ფოიერვერკით დასრულდა.

 








ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო პლანარული სხდომა






პლენარულ სხდომაზე გიგა ბოკერია და ილია ნაკაშიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რომან კაკულია - „ენდიაის“ კვლევებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა არასოდეს არ იქნებოდა ამსახველი იმის, რაც არის მთავარი რეალობა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics