06:11 - 13 Nov, 2019
2019-07-24 22:41:17, 6224 ნახვა
ილონ მასკის კომპანია ადამიანის ტვინზე ექსპერიმენტებს იწყებს

2016 წელს შექმნილი ნანოტექნოლოგიების დარგში მოღვაწე კომპანია Neuralink-მა ლაბორატორიულ თაგვებზე და შიმპანზეზე ექსპერიმენტები წარმატებით ჩაატარა.

მომავალი წლიდან იგივე ტიპის ექსპერიმენტი ადამიანის ტვინზეც ჩატარდება. Neuralink-ი არის კომპანია, რომელიც საკმაოდ ვიწრო დარგში მუშაობს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათი კვლევის სფერო მარტივი, ან ადვილია. კომპანიის საბოლოო მიზანი (გასაგები ენით) ადამიანის ტვინში ნანოჩიპების ინტეგრაცია და მისთვის პრაქტიკულად "ზებუნებრივი" , აქამდე წარმოუდგენელი შესაძლებლობების მინიჭებაას ითვალისწინებს.

ილონ მასკმა თავის ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ შიმპანზე, რომელლის ტვინში ჩიპი იქნა ინტეგრირებული , კომპიუტერის მართვა "ტელეპატურად" შეძლო. ჩიპი, რომელზეც კომპანია მუშაობს მინი კომპიუტერს წარმოადგენს, მისი მოცულობა 4X4 მილიმეტრია. მას უერთდება ნანოელექტროდები, რომელებიც ადამიანის თმის სისქეზე 4-ჯერ მცირეა. აღსანიშნავია, რომ ერთ ასეთ ჩიპზე 10 000 ელექტროდის მიმაგრებაა შესაძლებელი.

Neuralink-ი ადამიანზე ექსპერიმენტებს უკვე მომავალი წლიდან გეგმავს, ამ დროს უცნობია მოხდება თუ არა ადამიანის ტვინში იგივე ჩიპის ინტეგრაცია, რაც შიმპანზეს შემთხვევაში იქნა გამოყენებული. ვარაუდი იმაზე, რამდენად სწრაფად მოხდება ხილული შედეგების ჩვენება შეუძლებელია, მაგრამ ერთი ნამდვილად ცხადია-ილონ მასკი კიდევ ერთხელ გააოცებს მსოფლიოს ისეთი გამოგონებით, რაც აქამდე არ გვინახავს.




ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტის პლენალური სხდომა






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics