11:26 - 26 Aug, 2019
2019-07-12 13:03:37, 704 ნახვა
TI - 2018 წელს ფრაქციის სხდომაზე თანამდებობის პირები 21-ჯერ დაიბარეს, თუმცა შეხვედრა არც ერთ შემთხვევაში არ შედგა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებული საპარლამენტო საქმიანობის კვლევის მიხედვით, 2018 წელს, ფრაქციების სხდომაზე თანამდებობის პირები 21-ჯერ დაიბარეს, თუმცა შეხვედრა არც ერთ შემთხვევაში არ შედგა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ყველაზე მეტჯერ ფრაქციის სხდომაზე დასწრებაზე უარი ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა (3 მოწვევა) და შს მინისტრმა გიორგი გახარიამ (3 მოწვევა) განაცხადეს.

„საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში უფრო ხშირად ხდებოდა ფრაქციების მიერ მოწვევა მინისტრების, 21 მოწვევა იყო 2018 წელს პარლამენტში. მართალია, წინა წლებთან შედარებით უფრო ხშირად იწვევდნენ მთავრობის წევრებს ფრაქციისა და კომიტეტის სხდომებზე, მაგრამ ეს წევრები არ მოდიოდნენ. 21 მოწვევიდან, მხოლოდ და მხოლოდ 1 შემთხვევაში, მინისტრის მოადგილე დაესწრო ფრაქციის სხდომას“, - განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა ლიკა საჯაიამ.
 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics