15:57 - 22 Jul, 2019
2019-07-11 22:53:19, 785 ნახვა
გახარია - ივანიშვილი 20-21 ივნისის მოვლენებზე ჩემი პოზიციების ნაწილს იზიარებს, ნაწილს - არა

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი 20-21 ივნისის მოვლენებზე მის პოზიციებს გარკვეულ ნაწილში იზიარებს, გარკვეულ ნაწილში კი არ იზიარებს.

„ბიძინა ივანიშვილი გახლავთ პარტიის თავმჯდომარე. რა თქმა უნდა, მე ჩემი პოზიციის გამოხატვის საშუალება მქონდა და გამოვხატე. გარკვეულ ნაწილში ჩემს პოზიციას იზიარებს, გარკვეულ ნაწილში არ იზიარებს. თუმცა მე ვთვლი, რომ ჩვენი ძირითადი პასუხისმგებლობა, გარდა პარტიულისა არის კანონმდებლობა და კონსტიტუცია. იმ ნაწილში, რომ ეს იყო ლეგიტიმური და პროპორციული ძალის გამოყენება, ბიძინა ივანიშვილი გვეთანხმება, თუმცა ასევე როგორც ჩვენ ისიც ხედავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში იყო კონკრეტული გადაცდომები, რაც მკაცრად არის გამოსაძიებელი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.  

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics