00:46 - 18 Jul, 2019
2019-07-11 22:13:43, 229 ნახვა
თორნიკე რიჟვაძე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველ საინვესტიციო ფორუმს დაესწრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პირველ საინვესტიციო ფორუმს დაესწრო, რომელშიც საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნეს გაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ვაჭრობის სექტორების აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი მნიშვნელოვანია, როგორც კიდევ ერთი პლატფორმა საქართველოს და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამასთან, ის იძლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საშუალებას.

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ივანიშვილი ფსიქოპატია, მისი დრო წასულია - სააკაშვილმა ივანიშვილის ინტერვიუს შეაფასა
გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატია, რუსული ბაზრის მოწინააღმდეგე - ქვეყნის მტერია - ივანიშვილი აქტუალურ კითხვებს პასუხობს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics