01:48 - 18 Jul, 2019
2019-07-08 12:17:53, 1087 ნახვა
პეტრო პოროშენკოს არხი გიორგი გაბუნიას მხარდაჭერას, გინების ფლეშმობით გამოუცხადებს

უკრაინული ტელეარხი "პრამოი", რომელიც ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ეკუთვნის, "რუსთავი 2"-ის წამყვან გიორგი გაბუნიას სოლიდარობას უცხადებს.

კერძოდ, ტელეარხის თანამშრომლები გაბუნიას მხარდაჭერას გინების ფლეშმობით, 10 ივლისს მოაწყობენ.

Strana.ua-ს ინფორმაციით, ფლეშმობის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ "რუსთავი 2"-ის გადაცემა P.S-ს წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირდაპირი ეთერის დროს უცენზურო ლექსიკით მიმართა. წამყვანის ამ განცხადების შემდეგ, "რუსთავი 2"-ის შენობასთან მალევე უკმაყოფილე მოსახლეობა შეიკრიბა. მოქალაქეები რამდენიმე საათის განმავლობაში აქციას მართავდნენ. მომიტინგეებს სხვა და სხვა მოტხოვნები ჰქონდათ, კერძოდ, აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი, ითხოვდა, რომ გიორგი გაბუნიას ბოდიში მოეხადა, ნაწილი მის გათავისუფლებას ითხოვდა, იყვნენ მოქალაქეები რომლებიც აცხადებდნენ, რომ წამყვანმა ქვეყანა უნდა დატოვოს. კიდევ რამდენიმე მოქალაქე გაბუანიასთან ერთად ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლებასაც ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანიის შენობასთან, მმართველი გუნდის ღია მხარდამჭერები და აქტივისტები იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, ტელეკომპანია რამდენიმე თანამშრომელმა, მათ შორის ოპერატორმა დატოვა. ამ პროცესების ფონზე, ნიკა გვარამიამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ "რუსთავი 2" გაბუნიას გამოხატვის ფორმას არ იზიარებს. გარდა ამისა, მან აქციის მონაწილეებს ხელისუფლების მიერ წაქეზებული ბანდერლოგები უწოდა. მოგვიანებით, ტელეკომპანიამ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეწყვიტა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ "რუსთავი 2"-მა მუშაობა ისევ განაახლა. 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ივანიშვილი ფსიქოპატია, მისი დრო წასულია - სააკაშვილმა ივანიშვილის ინტერვიუს შეაფასა
გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატია, რუსული ბაზრის მოწინააღმდეგე - ქვეყნის მტერია - ივანიშვილი აქტუალურ კითხვებს პასუხობს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics