15:15 - 18 Oct, 2019
2019-06-12 17:58:01, 1197 ნახვა
მოსკოვში, ჟურნალისტის მხარდამჭერ მსვლელობაზე დაკავებულთა რაოდენობამ 400-ს ადამიანს გადააჭარბა [ვიდეო]

მოსკოვში Meduza-ს ჟურნალისტის ივან გოლუნოვის მხარდამჭერ მსვლელობაზე დაკავებულთა რაოდენობა 400 ადამიანს გადააჭარბა, - ამის შესახებ Meduza.io იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის რამდენიმე ჟურნალისტი და რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი არიან. 

მეტროსადგურ „ჩისტიე პრუდისთან“ ასობით ადამიანი შეიკრიბა. თავდაპირველად პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა სამართალდამცველების მოწოდება არ გაითვალისწინეს, პოლიციელებმა აქციის მონაწილეთა ნაწილი მსვლელობის დაწყებამდე დააპატიმრეს, თუმცა დაკავებები ამ დრომდე გრძელდება. 

აქციის მონაწილეების თქმით, ძირითადად აკავებენ ისეთ მონაწილეებს, რომლებსაც ჟურნალისტ გოლუნოვის მხარდამჭერი მაისურები აცვიათ. 

ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველი და რუსული გვარდიის წარმომადგენლები არიან მობილიზებული. 








ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო პლანარული სხდომა






პლენარულ სხდომაზე გიგა ბოკერია და ილია ნაკაშიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რომან კაკულია - „ენდიაის“ კვლევებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა არასოდეს არ იქნებოდა ამსახველი იმის, რაც არის მთავარი რეალობა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics