03:18 - 16 Jun, 2019
2019-06-12 15:11:56, 369 ნახვა
მოსკოვში, ჟურნალისტ გოლუნოვის მხარდამჭერ მსვლელობაზე 94-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ალექსეი ნავალნი დააკავეს

მოსკოვში Meduza-ს ჟურნალისტის ივან გოლუნოვის მხარდამჭერ მსვლელობაზე 94-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ჟურნალისტი და რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, მეტროსადგურ „ჩისტიე პრუდისთან“ ასობით ადამიანი შეიკრიბა. თავდაპირველად პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა სამართალდამცველების მოწოდება არ გაითვალისწინეს, პოლიციელებმა აქციის მონაწილეთა ნაწილი მსვლელობის დაწყებამდე დააპატიმრეს, თუმცა დაკავებები ამ დრომდე გრძელდება. 

აქციის მონაწილეების თქმით, ძირითადად აკავებენ ისეთ მონაწილეებს, რომლებსაც ჟურნალისტ გოლუნოვის მხარდამჭერი მაისურები აცვიათ. 

ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველი და რუსული გვარდიის წარმომადგენლები არიან მობილიზებული. 

 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






რა პოლიტიკის ნაწილია საპატრიარქოში სიძულვილის ქადაგება და ძალადობისკენ მოწოდება?
რუსუდან გოცირიძე - 17 მაისი ყოველ დღე მეორდება აგრესიით და სიძულვილით

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics