15:16 - 18 Oct, 2019
2019-06-12 14:58:08, 549 ნახვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებმა „სამხრეთ ოსეთში“ ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არალეგიტიმური უწოდეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის მომხსენებლები ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

აღსანიშნავია, რომ თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანისი და კლოდ კერნისი 1-ელ და 2 ივლისს საქართველოს ეწვევიან.

"ჩვენ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გასულ კვირას გაიმართა, არ არის კანონიერი და ლეგიტიმური. ეს "არჩევნები" ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას და ხალხის გაერთიანების ნაცვლად, მათ მხოლოდ აშორებს ერთმანეთისგან. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დავგმოთ ეს“, - აღნიშნულია მათ განცხადებაში.

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო პლანარული სხდომა






პლენარულ სხდომაზე გიგა ბოკერია და ილია ნაკაშიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რომან კაკულია - „ენდიაის“ კვლევებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა არასოდეს არ იქნებოდა ამსახველი იმის, რაც არის მთავარი რეალობა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics