18:53 - 16 Jun, 2019
2019-06-12 10:18:14, 132 ნახვა
ბახტაძე ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ: არასერიოზულ საკითხებზე მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან არ ვსაუბრობ

არასერიოზულ საკითხებზე არ ვსაუბრობ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, იყო თუ არა მიხეილ სააკაშვილის საკითხი უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის თემა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  ოპონენტებისგან კეთდება არასერიოზულ და ღიმილისმომგვრელი განცხადებები, როპმელსაც რეალობასთან არავითარი კავშრი არ აქვს.

მამუკა ბახტაძის თქმით, ბრიუსელში, სადაც აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნებოდა, ევროპის ქვეყნების ლიდერებთან ერთად იყო მიწვეული.

„მართლაც არასერიოზული განცხადებები მოვისმინეთ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისგან ვიზიტთან დაკავშირებით. საკითხი არის ძალიან მარტივი - ჩვენი ურთიერთობა აშშ-სთან და ევრკავშირთან არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე და საქართველო ნატოსთან ასე ახლოს ჯერ არასტროს ყოფილა. აქედან გამომდინარე, მე მაქვს ინტენსიური კონსულტაციები, რომ ჩვენ კიდევ უფრო წარმატებული ვიყოთ ამ გზაზე, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესები. ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები აღნიშნავდა დამოუკიდებლობის დღეს. იქ მიწვეულნი იყვნენ ევროპის ქვეყნის ლიდერებიდ ა მიწვეული ვიყავი მეც. რა არის ამაში გასაკვირი, ან კითხვისნიშნის მქონე - პირიქით, ეს ხაზს უსვამს, რომ ჩვენ გვაქვს ინტენსიური დიალოგი, კონსულტაციები, რომ ვიყოთ უფრო წარმატებული იმ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სივრცეშ ინტეგრაცია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.  




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






რა პოლიტიკის ნაწილია საპატრიარქოში სიძულვილის ქადაგება და ძალადობისკენ მოწოდება?
რუსუდან გოცირიძე - 17 მაისი ყოველ დღე მეორდება აგრესიით და სიძულვილით

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics