23:57 - 15 Oct, 2019
2019-06-11 11:39:16, 1167 ნახვა
ზელენსკიმ თანამდებობიდან 13 გუბერნატორი გაათავისუფლა

უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 13 გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერის, იულია მინდელის განცხადებაშია აღნიშნული.

მისი თქმით, ზელენსკი ეტაპობრივად ყველა გუბერნატორის შეცვლას აპირებს.

„უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის ყველა გუბერნატორის გათავისუფლება გადაწყვიტა, თუმცა მინისტრთა კაბინეტმა, ამ ეტაპზე, მხოლოდ 13 გუბერნატორის მოხსნა დაამტკიცა. ჩვენ არ ვიცით რა პრინციპით ინიშნებოდნენ გუბერნატორები, ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ყველა მათგანი მოიხსნება. ჩვენ ვაგრძელებთ ახალი სპეციალისტების ძებნას, რომლებიც შეძლებენ ამ თანამდებობების ჩაბარებას. შერჩევის კრიტერიუმები კარგად არის ცნობილი: ღირსება, პროფესიონალიზმი, კორუფციული კავშირების ნაკლებობა, სასურველია, რომ ასეთ ადამიანებს ჰქონდეთ იდეები ადგილობრივი გუნდის შესახებ. ჩვენ ამ საქმეში რამდენიმე საერთაშორისო HR კომპანია გვეხმარება“, - წერს იულია მინდელი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






რომან გოცირიძე - ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობამ რუსეთის დაკვეთით დაასამარა
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics