03:10 - 16 Jun, 2019
2019-06-09 23:43:02, 708 ნახვა
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ლადო კახაძემ ამომრჩეველთა ხმების 62.19% მიიღო, შალვა შავგულიძემ კი - 37.81%

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 18 უბნის დათვლის შემდეგ, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ 62.19 პროცენტი მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა შალვა შავგულიძემ 37.81 პროცენტი.

20:00 საათის მონაცემებით მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 41,23%-ია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 43 909 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში 18 105-მა მიიღო. შუალედური არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, აქტივობა მაღალი იყო. 19 მაისის არჩევნებზე მთაწმინდაზე 20:00 საათის მონაცემებით აქტივობა 34,27% იყო

9 ივნისის არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: #13 შალვა შავგულიძე და #41 ვლადიმერ კახაძე

19 მაისს, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის ოლქში კენჭისყრის შედეგად 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. არჩევნების პირველ ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმათა 41,01% მიიღო, მეორე ადგილზე (36,84%) კი „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე გავიდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






რა პოლიტიკის ნაწილია საპატრიარქოში სიძულვილის ქადაგება და ძალადობისკენ მოწოდება?
რუსუდან გოცირიძე - 17 მაისი ყოველ დღე მეორდება აგრესიით და სიძულვილით

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics