19:17 - 16 Jun, 2019
2019-05-26 18:41:32, 1239 ნახვა
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სხვადასხვა ქალაქებში ერთდროულად შესრულდა

„ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას“, - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სხვადასხვა ქალაქებში ერთდროულად შესრულდა.

დამოუკიდებლობის დღისამდი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში 17:10 საათზე „ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას“ შესრულდა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა ანსამბლებმა მიიღეს.

– მთავარ მოედანზე, ახალციხეში – რაბათის ციხეზე; ახალქალაქში – თავისუფლების ქუჩაზე; ქუთაისში – ცისფერყანწელების ქუჩაზე; ამბროლაურში – ცენტრალურ მოედანზე; ზუგდიდში – ცენტრალურ მოედანზე; მესტიაში – სგიმიერი-სეტის მოედანზე; ფოთში – რუსთაველის რკალზე; სტეფანწმინდაში – „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე; ოზურგეთში – ჭადრების პარკში“.

ამასთან, 17:10 საათზე ეროვნულ ჰიმნს სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებშიც იმღერეს. ამერიკის, ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის: მალაიზიაში, უზბეკეთში, ესტონეთში, ესპანეთში, თურქეთში, ირლანდიაში, გერმანიაში, დანიაში, ბელგიაში, უნგრეთში, მოლდოვაში, ისრაელში, ბრაზილიაში, არგენტინაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, ლატვიაში, შვედეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, სლოვენიაში, საფრანგეთში, უკრაინაში, ლიეტუვაში საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ეროვნულ ჰიმნი შეასრულეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






რა პოლიტიკის ნაწილია საპატრიარქოში სიძულვილის ქადაგება და ძალადობისკენ მოწოდება?
რუსუდან გოცირიძე - 17 მაისი ყოველ დღე მეორდება აგრესიით და სიძულვილით

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics