13:18 - 22 Aug, 2019
2019-05-15 19:54:55, 442 ნახვა
თურნავა: განვიხილავთ „ფლაი ასტანას“ დაბალბიუჯეტიანი ფრენების დაწყებას, დიდი ალბათობით, ქუთაისის მიმართულებით

„ჩვენ განვიხილავთ ურთიერთთანამშრომლობის ძალიან ბევრ საკითხს, მათ შორის აღსანიშნავია ორი ინიციატივა, სადაც წინ წავიწიეთ - ეს არის ყაზახური ხორბლის დაბრუნება ქართულ ბაზარზე და „ფლაი ასტანას" დაბალბიუჯეტიანი ხაზის შემოყვანა საქართველოში"  - ეს განცხადება ნათია თურნავამ ყაზახეთში ვიზიტის დროს მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა.

„ფლაი ასტანას" დაბალბიუჯეტიანი ხაზის ამოქმედება არის ძალიან კარგი შემოთავაზება ჩვენთვის, რადგან ვითარდება ტურიზმი, იზრდება ვიზიტორების რიცხვი და ღრმავდება ჩვენი ეკონომიკური კავშირები ყაზახეთთან.  ავიაკომპანიის ფრენების დაწყებას,  დიდი ალბათობით, ვფიქრობთ ქუთაისის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ორივე ქვეყნის მიმართულებით მგზავრობის მსურველთათვის, რადგან ბილეთების ღირებულება იქნება საკმაოდ დაბალი და ხელმისაწვდომი" - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics