13:58 - 20 Aug, 2019
2019-05-15 17:40:57, 460 ნახვა
გოცირიძე ქობულიაზე: ამ უცხომ პირველმა გაბედა ემხილა ის მახინჯი მმართველობის წესი, რომელიც საქართველოშია დამკვიდრებული

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის აზრით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობიდან ბიძინა ივანიშვილმა გადააყენა.

მისი თქმით, გუნდში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ივანიშვილი იღებს, ხოლო განსხვავებული აზრის დაფიქსირების გამო "ქართული ოცნების" წევრებს პარტიის დატოვება უწევთ. 

"ჩვენ დღეს მივიღეთ პასუხი მთავარ კითხვაზე თუ რატომ გაათავისუფლეს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია, ის მოხსნეს იმის გამო, რომ იგი არ დაემორჩილა ქვეყანაში არსებულ არაფორმალური მმართველობის წესებს, რომ იგი გაათავისუფლა ბიძინა ივანიშვილმა. შუამავალი ამ გათავისუფლების პროცესში იყო პრემიერ-მინისტრი, რომელიც, ბუნებრივია, ვერ იღებდა გადაწყვეტილებებს და წარმოუდგენელია, რომ მას ეკონომიკის მინისტრი  მისი მოწვევიდან რვა თვის თავზე მოეხსნა. მთავარი პრობლემა, რაც მან ახსენა, არის ის, რომ ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც სასარგებლო იყო ქვეყნისათვის პოლიტიკური მიზეზების გამო არ ხორციელდებოდა, და ძალიან ბევრი ცუდი რამ, რომლის გაკეთებას მან შეუშალა ხელი,  რეალურად მისი ხელისუფლებიდან გაშვების მიზეზი გამოდგა. მან ახსენა ერთი სიტყვა, რომ მთავრობაში მას განიხილავდნენ უცხო სხეულად და ამავე დროს, ეუბნებოდნენ, რომ გარკვეულ შემთხვევებში, ის არის უცხო აი ამ გარემოსათვის. უცხო გარიყეს და აი ამ უცხომ პირველმა გაბედა, რომ ემხილა ის მახინჯი მმართველობის წესი, რომელიც დამკვიდრებულია საქართველოში. მან, ბუნებრივია, მისი გათავისუფლების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად პარტიის ხელმძღვანელობა დაასახელა, მაგრამ ძალიან სასაცილოა, რომ ვთქვათ, თითქის პარტია "ქართულ ოცნებას" ხელმძღვანელობა ჰყავს. პარტიის პოლიტსაბჭოს სია წაიკითხეთ და გაგეცინებათ - ამ ადამიანებს გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლიათ, პირიქით,განსხვავებული აზრისათვის ისევე შეუძლიათ გააგდონ პარტიიდან,როგორც მათზე არანაკლებ წონადი ფიგურები, რომლებიც იყვნენ პარტიაში და გაუშვეს. პარტიის ხელმძღვანელობა, პარტიის მეფე, ქვეყნის მბრძანებელი არის ერთი ადამიანი. მან არ თქვა ბიძინა ივანიშვილის გვარი და სახელი, მაგრამ პარტიული ლიდერის როლი გამოკვეთა. რატომ არ თქვა, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მან აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის ის ადამიანი, რომელიც  მის გაშვებას გაბედავდა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ბახტაძის შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ მუცოში






„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]
ბოლო 6 თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4059 ქალი გახდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics