08:05 - 28 Jan, 2020
2019-05-15 16:09:39, 838 ნახვა

კომენტარი/
პრემიერი: არც ერთ პროვოკატორს არ უნდა მიეცეს საშუალება, ჩრდილი მიაყენოს არჩევნების პროცესს, კანონის დარღვევა არავის შერჩება

ზუგდიდში, ისევე, როგორც ყველა სხვა ოლქში, სადაც არჩევნები ტარდება, არჩევნები ჩატარდება უმაღლესი სტანდარტის დაცვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყაზახეთში ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა კანონდარღვევას შესაბამისი პასუხი გაეცემა.

"არჩევნების უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარება არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რასაც თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არც ერთ პროვოკატორს არ უნდა მიეცეს საშუალება, ჩრდილი მიაყენოს ამ პროცესს. კანონის დარღვევა, თუ მას ნამდვილად ექნება ადგილი, არავის შერჩება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 




ავტორი: გიორგი ჩაფიძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება
სასიკვდილო ვირუსი, რომელიც მსოფლიოს ედება - კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics