13:14 - 22 Aug, 2019
2019-05-15 13:28:28, 637 ნახვა
გასულ წელს ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა 49 პირის მიმართ დაიწყო

გასულ წელს ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა 49 პირის მიმართ დაიწყო, - ამის შესახებ პროკურატურის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინა. 

როგორც ანგარიშშია ნათქვამი,  “ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის 27 პირი დააკავეს. 

"საქართველოს პროკურატურისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმის "ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლა. საუბარია “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებულ შემდეგ დანაშაულებზე: - “ქურდული სამყაროს“ წევრობა, “კანონიერი ქურდობა“; “ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა; “ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა და ასევე, “ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/“კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღება.

„სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო “ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის - 27 პირის, “კანონიერი ქურდობისთვის“ – სამი პირის, “ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისთვის - 14 პირის, “ქურდული სამყაროს“ საქმიანობისთვის მხარდაჭერისთვის - 5 პირის და “ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/“კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის მიღებისთვის ორი პირის მიმართ.

2018 წელს გამოტანილი იქნა 11 განაჩენი, აქედან რვა - გამამტყუნებელი და სამი - გამამართლებელი- აღნიშნულია ანგარიშში.  დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ  საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ არის საკმაოდ მკაცრი. ყველა ბრალებულის მიმართ აღკვეთის სახით მოთხოვნილი იყო პატიმრობა, რაც სასამართლოს მიერ ყველა შემთხვევაში დაკმაყოფილდა.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს 2018  გაწეული საქმიანობის ანგარიში გუშინ წარუდგინა.  დოკუმენტი  სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს", - ნათქვამია ანგარიშში. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics