02:50 - 16 Jun, 2019
2019-05-13 14:31:21, 304 ნახვა
ბახტაძე: გვაქვს უკვე ასოცირების ხელშეკრულება, გვაქვს თავისუფალი და უვიზო მიმოსვლა ევროპაში, მაგრამ საქართველო იმსახურებს მეტს

ჩვენ გვაქვს უკვე ასოცირების ხელშეკრულება, გვაქვს თავისუფალი და უვიზო მიმოსვლა ევროპაში, მაგრამ საქართველო იმსახურებს მეტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში ვიზიტამდე, მედიასთან განაცხადა.

მთავრობის მეთაური ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობამ მოამზადა ინიციატივები, რომელიც გულისხმობს უფრო მეტ ინტეგრაციას ევროკავშირთან და მის ყველა ინსტიტუტთან.

„მომზადებულია ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, გზამკვლევი ევროკავშირისკენ, რომლის პრეზენტაციაც ორი თვის წინ გავაკეთეთ ბრიუსელში. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მოლოდინები, რომ  შევძლებთ კონკრეტული გზავნილები მივიღოთ ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან. ჩვენ ვართ მოტივირებულები, რომ საქართველოსა და ევროპას შორის, ევროკავშირს შორის ურთიერთობები გადავიყვანოთ ახალ დონეზე და ეს არის სწორედ ჩვენი ევროპელი მეგობრების პოზიცია, რომ ასეთი მაღალი დონის ურთიერთობა საქართველოსა და ევროპულ ოჯახს შორის არასოდეს ყოფილა". - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ ბევრი რეფორმა გაატარა და  ყველა ევროპელი პარტნიორი აღიარებს, რომ სწორედ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობაში. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ქვეყანას იმსახურებს, რომ  კიდევ უფრო წინ წავიდეს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.

„დღეს იწყება ჩვენი ვიზიტი ბრიუსელში, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება. ჩვენ აღვნიშნავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელიწადს. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა გავატარეთ და  ჩვენი ყველა ევროპელი პარტნიორი აღიარებს, რომ სწორედ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობაში. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური გადაწყვეტილებები არ მიიღება ამ კონფერენციაზე, ჩვენ რა თქმა უნდა გვექნება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა. გავაჟღერებთ ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებს. საქართველო იმსახურებს მეტს და ეს არის ყველას პოზიცია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რომელიც ვიზალიბერალიზაციასა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებს ეხება, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საფრთხე არ არსებობს, თუმცა არის ცალკეული ტექნიკური ნიუანსები, რომელიც დასახვეწია.

"ეს არის სამუშაო პროცესი. ეს გზა გაიარა ნებისმიერმა სხვა ქვეყანამაც, ამიტომ აქ ჩვენ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევასთან ნამდვილად არ გვაქვს საქმე. მთავარია, საზოგადოებაში ყველას ჰქონდეს განცდა, რომ მაქსიმალურად პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ მონაპოვარს. როდესაც  ვსაუბრობთ ასოცირების ხელშეკრულებაზე, უვიზო მიმოსვლაზე, ეს გახლავთ ისტორიული მონაპოვარი ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისად თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ეს ინფორმაცია და თითოეულმა ჩვენთაგანმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, ბუნებრივია ამის შესახებ მიდის საუბარი და ეს გახლავთ მუშა პროცესი. აქედან გამომდინარე, არავითარ სერიოზულ ცვლილებებს არ ველოდებით. ზოგადად ის თემა, რომ ვითომ შეიძლება საფრთხე დაემუქროს ვიზალიბერალიზაციას, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ეს ნამდვილად არ მოხდება ასე. მაგრამ არსებობს კონკრეტული ნაბიჯები, ტექნიკური ნიუანსები, რომელიც გვაქვს დასახვეწი. მათ შორის საკანონმდებლო ბაზით. იგივე პრაქტიკა და გამოცდილება აქვს სხვა აღმოსავლევთ ევროპის ქვეყნებსაც და ჩვენ ამას გავიზიარებთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






რა პოლიტიკის ნაწილია საპატრიარქოში სიძულვილის ქადაგება და ძალადობისკენ მოწოდება?
რუსუდან გოცირიძე - 17 მაისი ყოველ დღე მეორდება აგრესიით და სიძულვილით

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics