13:14 - 22 Aug, 2019
2019-05-05 23:36:53, 2062 ნახვა
მეჯვრისხევში, საოკუპაციო ხაზთან საფეხბურთო მოედანი განახლდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მეჯვირსხევში საფეხბურთო მოედანი განახლდა. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ადგილზე საფეხბურთო ინვენტარი ჩაიტანეს და მოზარდებს მაისურები და ბურთები გადასცეს.
სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტი, ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, უკვე ორი წელია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მოედანი, შეკეთდა ტაბლო, მოეწყო სათადარიგო სკამი და ყველა ის დეტალი, რომელიც სპორტული მოედნის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვისა არის აუცილებელი.

სფფ-ს ინფორმაციით, განახლებულ საფეხბურთო მოედანზე ადგილობრივებსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებთათვის სხვადასხვა საფეხბურთო ტურნირების ჩატარება იგეგმება.

 




ავტორი: გიორგი ბერაია, სპორტის მიმიმხილველი


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics