22:00 - 20 Jul, 2019
2019-04-16 00:14:45, 733 ნახვა
სალომე ზურაბიშვილი - საქართველო ფრანგი ხალხის გვერდითაა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

„თვალს ვადევნებ საშინელ ხანძარს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. საქართველო ფრანგი ხალხის გვერდითაა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავი და კედლის ნაწილი ჩამოინგრა. სახანძრო და სამაშველო სამსახურები მიმდებარე ტერიტორიებიდან ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. უკვე ადგილზე იმყოფება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

ხანძარი მსოფლიოში სახელგანთქმულ ტაძარში, თბილისის დროით 19:50 წუთზე გაჩნდა. პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics