22:17 - 20 Jul, 2019
2019-04-15 18:55:15, 998 ნახვა
ივანე მაჭავარიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, იურგენ რიგტერინკს (Jürgen Rigterink) შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები ისეთი მიმართულებით როგორიცაა: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მყარი ნარჩენების მართვა, ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა, განათლების სფერო, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა.

განსაკუთრებით აღინიშნა, ბანკის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების, დეპოზიტების დაზღვევის სისტემისა და საჯარო-კერძო თანამშრომლობის ჩარჩო მექანიზმის ამოქმედების მიმართულებით.

საუბარი, ასევე, შეეხო აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე და სამომავლო პროექტებს. ყურადღება გამახვილდა საპენსიო რეფორმის მიმდინარეობასა და მის მნიშვნელობაზე.

„ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული შეხვედრა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან. საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის. ამ დრომდე, ჩვენ საქართველოში უკვე განვახორციელეთ 3,3 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტირება და იმედი გვაქვს, მომავალ წლებში გავაკეთებთ ბევრად უფრო მეტს" ,- განაცხადა ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.

შეხვედრას დაესწრო საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics